image desctription
  1. მთავარი
  2. სიახლეები

სიახლეები

image description

ბოლნისის "სიონთან" მატჩამდე ლუკა გადრანმა ისაუბრა:

"ვფიქრობ, რომ გუნდს სტაბილურრობა დაეტყო, უკეთ ვთამაშობთ და გასულ მატჩებში ეს ნამდვილად დავამტკიცეთ. წინა ტურის მატჩი "ტორპედოსთან" წარუმატებელი გამოდგა. ქუთაისის "ტორპედო" გამოცდილი გუნდია, ჩვენ მოვახერხეთ მეორე ნახევრის დასაწყისში დაწინაურება, თუმცა ეს უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ და დავმარცხდით. 

ხვალინდელი მატჩისთვის მაქსიმალურად მობილიზებულები ვართ. სატურნირო მდგომარეობა გამოსასწორებელია და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. დაძაბული შეხვედრა იქნება, რადგან ბოლნისში თამაში იოლი არასდროსაა. ვფიქრობ, ვარლამ კილასონიას შეხედულება ჩვენს თამაშზე მოქმედებს და აისახება. ამიტომ, ჩვენ ერთი მიზნისკენ, კონკრეტული სტრატეგიით შევუტევთ და დარწმუნებული ვარ, ეს მონდომება წარმატებას მოგვიტანს."